пятница, 4 июня 2010 г.

ზამთარი ჩემს სოფელში


პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აღწერენ ზამთრის შემოსვლას თავის სოფელში.აღწერენ, თუ როგორ იცვლის სახეს ბუნება, როგორ იცვლება კლიმატი მათ მხარეში, რა ბუნებრივი მოვლენები მოჰყვება ზამთრის დადგომას. ბავშვები გადაუღებენ სურათებს დათოვლილ მთებს, სახლებს და ბუნებას. დააკვირდებიან როგორ ემზადება სოფელი ბარბარობის , ახალი წლის, შობის შესახვედრად (კუთხეების მიხედვით). როგორ ბერტყავს მოსახლეობა დათოვლილ ხეხილს. ისინი აიღებენ ინტერვიუებს სოფლის უხუცესი ადამიანებისაგან იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა სოფლის წარსულსა და აწმყოს შორის,ზამთართან დაკავშირებული რა ძველი ტრადიციები, ლექსები და სიმღერები შემორჩა მათ მეხსიერებას. ბავშვები ინტერნეტში მოიძიებენ საინტერესო მასალას საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკაცრი კლიმატისა და წეს–ჩვეულებების შესახებ. მოძიებული მასალით შეადგენენ ფოტო ალბომს და მოაწყობენ გამოფენას სკოლაში. დააკვირდებიან როგორ ემზადება სოფელი გაზაფხულის შესახვედრად.

მოსწავლეთა ასაკი: 7-12

მნიშვნელობა/აქტუალობა: პროექტის გაცნობის შემდეგ, გაცილებით კარგად მომზადებულები შეხვდებიან ზამთარს. განასხვავებენ სოფლის წარსულსა და აწმყოს.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობები (კუთხეების მიხედვით). მოგროვილი მასალის და ინფორმაციის ბლოგზე განთავსება.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომები, ჩანახატებისა და ინტერვიუების ჩანაწერები, შექმნილი ბლოგი.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ბუნება. ბავშვებს გაუღრმავდებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიყვარული, დაინტერესდებიან მათი განსხვავებული ტრადიციებითა და ბუნებით. ისწავლიან ინტერნეტ–პროექტების კეთებას ისტ–ის გამოყენებით.

ქართ.IV.8.მოსწავლე თხზავს სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტს

შესაფერისი ლექსიკის გამოყენებით ადგენს მარტივ დარგობრივ ტექსტებს

ბუნ.IV.12 მოსწავლე იკვლევს ადამიანის ცხოვრების ნირს სხვადასხვა საარსებო გარემოში

აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა გარემოში მცხოვრებ ადამიანთა ყოფის თავისებურებების შესახებ და წარმოადგენს სხვადასხვა ხერხით

მიზნები: 1. ზამთრის ბუნების აღწერა;

2.ინფორმაციების მოძიება და შეგროვება სხვადასხვა წყაროდან;

3.ძველი და ახალი შედარების საფუძველზე ცვლილებების დანახვა;

4. ხელი უნდა შეეწყოს დაკვირვების უნარის განვითარებას.

პროექტის ავტორი: ირმა წერეთელი

პროექტის შესრულების ვადა:

Комментариев нет:

Отправить комментарий